Monday, July 11, 2016





ტრენინგი პროექტებით  სწავლა დამეხმარა  იმაში ,რომ გავიგე  პროექტის ფორმა, სტრუქტურა, თანმიმდევრობა. გავიგე  როგორ  ავარჩიო  პრობლემური  თემა, რა გავითვალისწინო  პროექტზე  მუშაობის  დროს, რაც  მთავარია  როგორ  მივაწოდო  ეს  ბავშვებს  ისე,რომ ყველაფერი  მათთვის  საინტერესო და დაძლევადი  იყოს.
      გავიგე  რა საჭიროებები  მჭირდება  პროექტის  დაწყებამდე,მსვლელობისა თუ დასრულების დროს.ზუსტად გავიგე რა ფორმატით ვისარგებლო და როგორ მიუდგე საკითხს.
       პროექტის მონიტორინგის  ეტაპები მომცემს  საშუალებას განვსაზღვრო შეფასების მეთოდები და რაც მთავარია მომცემს უკუკავშირს.დარწმუნებული ვარ პროექტი  აამაღლებს მოტივაციას და ეფექტურს  გახდის  სასწავლო  პროცესს.
       მადლობა ირინა მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი  ტრენინგისათვის.


Monday, July 4, 2016

ვიმსჯელეთ შეფასების მრავალნაირ ფორმაზე.ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე,რომელიც კარგად დაგვანახებს ნაშრომის მიზანს, მის შინაარს და დანიშნულებას.ვფირობ შეფასების ინსტრუმენტების ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ გამოვიყენოთ  დასახული მიზნების სწორად წარმართვისათვის სევაფასო როგორი ინება ხარისხიანი ნამუშევარი. შევაფასო ნამუშევარში 21-ე საუკუნის უნარები, გამოვავლინო მოსწავლეთა მცდარი შეხედულებები,შევიტანო ცვლილებები სწავლების  პროცესში,ხელიშეუწყო თანათოლთა უკუკავშირს შეფასების მეთოდები დამეხმარება სწორი რეფლექსიების გაკეთებაში და მოსწავლები უკეთესად დაინახავენ რა დონეზე მიაღწიეს დასახულ მიზანს რაც უფრო მრავალფეროვანიშეფასების ფორმას გამოვიყენებთ,მითმეტატ გამოვავლენ და განვავიტრებ მოსწავლეთა მაღალ სააძროვნო უნარებს.
განვიხილე მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშები.ეს დამეხმარება ,რომ პრინციპი მოვაარგო  ჩემი პროექტის თემას  დაორიენტირება გავაკეთო მისწავლეთა მიერ კვლევაზე , დაკვირვებაზე, შეფასებაზე და მისი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

Friday, July 1, 2016

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი  დღე, რადგან გავიაზრე  და დავინახე  როგორი  შეიძლება  კოლეგის უკუკავშირი. არსებულ პროექტთან  დაკავშირებით  როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  ადეკვატურად. გავითავისე  უკუკავშირის  მეთოდები,  რაც   მომავალში დამეხმარება  ჩემი  კოლეგების  შეფასებაში.გავიცანი  საინტერესო  დაწყვილების მეთოდებს,  რომელიც  შეიძლება გამოვიყენო,როგორც  სასწავლო  პროცესის  დროს ისე კოლეგებთან.
         ვფიქრობ უკუკავშირი  აუცილებელია  ნებისმიერი  პროექტის გაკეთების  დროს,  რადგანაც  მას  სარგებელი  მოაქვს,როგორც  პროექტის  ავტორისათვის,  ისე  შემფასებლისთვისაც.

Thursday, June 30, 2016

მეოთხე დღე მეტად შრომატევადი იყო.ჩვენი პროექტის გეგმის მიხედვით  შევავსეთ შეფასების რუბრიკა. განვიხილეთ პრეზენტაციაში მონახაზები. საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო...
ტრენინგის  მესამე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. შევისწავლეთ სტანდატების განსაზღვრა და მიზნების ფორმულირება, ასევე მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების გაცნობა და თემისადმი მისადაგება.იმედი მაქვს,რომ პროექტით სწავლება დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დგეგმვაში და მიზნის უკეთ მიღწევაში.